
გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსებმა ხერსონის რაიონზე 68 შეტევა განახორციელეს - გამოიყენეს მძიმე არტილერია, უპილოტო საფრენი აპარატები და 280 ჭურვი გაისროლეს. ინფორმაციას ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ალექსანდრ პროკუდინი ავრცელებს.
მისივე თქმით, მტერმა უშუალოდ ქალაქ ხერსონს 4-ჯერ ესროლა.
რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა.
შეტევის დროს დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, საგანმანათლებლო დაწესებულება და ხერსონის პარკის ზონა.