გაყალბებული არჩევნების ადგილობრივი და საერთაშორისო გამოძიების ასპექტები

გაყალბებული არჩევნების ადგილობრივი და საერთაშორისო გამოძიების ასპექტები

საქართველოში საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ. ამ საკითხზე ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებიც ერთმანეთში კონსულტაციებს მართავენ, რომ უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი ფორმატი. ქვეყნის შიგნით გამოძიებას ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ნდობა არა აქვს.

ხელისუფლება კი საერთაშორისო გამოძიებაზე უარს ამბობს და სურს, შექმნას ილუზიას, თითქოს არჩევნებში დარღვევებს იძიებს. პროკურატურაში დაბარებული იყო საქართველოს პრეზიდენტიც, რომელმაც ჯერ კიდევ გუშინ თქვა, რომ მისვლას არ აპირებდა. ამასთან, პროკურატურამ გამოძიება არ დაიწყო სათანადო მუხლებით.