გაფიცული მაღაროელების და კომპანია ჯორჯიან მანგანეზის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. შეხვედრა კომპანიის ოფისში გუშინ გაიმართა და ის ოთხი საათის განმავლობაში გრძელდებოდა - მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი სამშაბათს, 5 დეკემბერს გაიმართება.
ჭიათურის მაღაროელები პროტესტის ნიშნად მესამე დღეა გაფიცულები არიან. სამი დღის წინ დარკვეთის თანამშრომლებმა დანაპირები 12-საათიანი სამუშაო გრაფიკი და შესაბამისი ანაზღაურება მოითხოვეს. ადმინისტრაცია მათ 12-საათიან მუშაობაში 155 ლარს ჰპირდება მაშინ, როდესაც დანარჩენ მაღაროებზე ანაზღაურება 164 ლარია.
დარკვეთის მაღაროელები სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით სამუშაოს შესრულებაზე უარს აცხადებენ. მათ სოლიდარობა ჯორჯიან მანგანეზის ყველა მაღარომ გამოუცხადა. კომპანიის 1 700 დარკვეთის მაღაროელების მოთხოვნების შესრულებამდე გაფიცვას აგრძელებს.