განსაზღვრულ მონაკვეთებზე ზამთრის საბურავების გამოყენება სავალდებულო გახდა

განსაზღვრულ მონაკვეთებზე ზამთრის საბურავების გამოყენება სავალდებულო გახდა

პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე პერიოდში მთავრობის მიერ განსაზღვრულ ზონებსა და გზის მონაკვეთებზე ზამთრის საბურავების გამოყენება სავალდებულო გახდა. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით მიიღო.

გარდა ამისა, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, შესაძლოა, აღნიშნული პერიოდისგან განსხვავებული მონაკვეთი დადგინდეს და ზამთრის საბურავებთან ერთად, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებაზე დამატებითი მოთხოვნა დაწესდეს.

კანონპროექტის მიხედვით, მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში, პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება. სანქციად წესდება 100-ლარიანი ჯარიმა და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 5 ქულით შემცირება.