განათლების სამინისტრო: ინკლუზიური განათლების სამმართველო სხვა დეპარტამენტთან გაერთიანდა

განათლების სამინისტრო: ინკლუზიური განათლების სამმართველო სხვა დეპარტამენტთან გაერთიანდა

განათლების სამინისტრო ინკლუზიური განათლების სამმართველოს გაუქმებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე აცხადებს, რომ "ცენტრი არ გაუქმებულა, არამედ გაერთიანდა სტრატეგიული დაგეგმვისა და ინკლუზიური განვითარების სამმართველო".

მათი მტკიცებით "შედეგად, აქამდე არსებული ინკლუზიური განვითარების სამმართველოს მეტი სტრატეგიული მნიშვნელობა მიენიჭა".

"აქვე მოგახსენებთ, რომ 2024 წლიდან სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფუნქციები გაფართოვდა და მას ინკლუზიური განათლების კომპონენტი დაემატა. მანდატურის სამსახურში ფუნქციონირებს ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრი, რომელიც ინტენსიურად მუშაობს ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ მიმდინარე და ახალ სერვისებზე, რათა კიდევ უფრო გავზარდოთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთათვის განათლების მიღების ხელმისაწვდომობა და გავაუმჯობესოთ განათლების ხარისხი.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ინკლუზიური განათლების სისტემის განვითარებაა. ამას მოწმობს 2022-2030 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია.

სამინისტრო აქტიურად აგრძელებს და კიდევ უფრო აძლიერებს ინკლუზიური განათლების განვითარების მიზნით მუშაობას და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას", - ნათქვამია განცხადებაში.

ცოტა ხნის წინ ინკლუზიის და ადრეული განათლების სპეციალისტმა, ცირა ბარქაიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ განათლების სამინისტროში ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო გაუქმდა.