ზუსტი გადაწყვეტილებები, ალბათ, ამ კვირაში იქნება, რამდენადაც ვფლობ ინფორმაციას. დადასტურებული, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით, მე არ მაქვს. რატომღაც მგონია, რომ ჯანმრთელობის სფეროთი არ დაიწყება.
რა თქმა უნდა, ამერიკელების როლი დიდია. აშშ მოგეხსენებათ ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი პარტნიორია, მათ შორის ჯანმრთელობის სფეროში. სახელმწიფო აფინანსებს ამ ლაბორატორიული სისტემის შენახვის ხარჯებს 2018 წლიდან, მაგრამ გრძელდება სერიოზული დახმარება.
2022 წლის აგვისტოში გვქონდა გრანტები და დიდი პროექტები, არა მარტო ამერიკული, იყო ევროკავშირი და გაეროც, დაახლოებით10 მლნ ლარის ოდენობის. ცხადია, ეს არ იქნება კარგი, თუმცა მე მაინც მგონია, რომ შეიძლება რადგან ეს ჯანმრთელობას ეხება და საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, არ გაავრცელონ ჩვენმა მთავარმა პარტნიორებმა.
განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ აშშ-ის მხრიდან ფინანსური დახმარებს შეჩერებაზე.