გამოსახლების სერია თბილისში

გამოსახლების სერია თბილისში

სახლიდან გამოყრილი და დაზიანებული ნივთები, ოჯახი, რომელიც ბინის გარეშე დარჩა. 20 დაკავებული, მათგან 2 ისევ პატიმრობაში რჩება. ასეთია კეკელიძის ქუჩიდან იძულებითი გამოსახლების შედეგი. აღსრულებას ისეთი რეზონანსი მოჰყვა, რომ დღეს მორიგი გამოსახლება დროებით გადაიდო. სოციალურად დაუცველი ქალისა და მისი ორი შვილის დასაცავად ადგილზე საზოგადოება შეიკრიბა. სამოქალაქო საზოგადოება დაკავებულების გათავისუფლებასა და გამოსახლებების შეჩერებას ითხოვს. პროტესტით აქტივისტები აღსრულების ბიუროში მივიდნენ, შენობა მათაც ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.