ხელისუფლება ექიმების პროტესტის ჩახშობასაც ცდილობს. რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალი აქციებს არ წყვეტს. ამასობაში ყოფილი დირექტორი, რომელიც პროტესტის მოთხოვნებს იზიარებს, პროკურატურაში დაიბარეს. ლევან გოფოძეს ორი წლის წინანდელი ამბავი გაუხსენეს. პანდემიის დროს, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით პირდაპირი შესყიდვის ისტორია ფორმულამ გააშუქა, მაგრამ ფაქტს ხელისუფლების რეაგირება არ მოჰყოლია. პროკურატურამ მხოლოდ ახლა, ორი წლის შემდეგ, რესპუბლიკურ საავადმყოფოში პროტესტის ფონზე, გადაწყვიტა გოფოძის დაბარება.