ცესკო საზოგადოებას არწმუნებს, რომ მოქმედ თავმჯდომარეს ოცნების საკანონმდებლო ცვლილებებთან კავშირი არ აქვს, არადა, სწორედ კალანდარიშვილია ოცნების ის სასურველი კანდიდატი, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს აღარ წარუდგინა. ამ დრომდე უცნობია, გამოიყენებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს იმ პროექტის წინააღმდეგ, რომელიც მას უფლებამოსილებას უზღუდავს და ცესკოს წევრობისა და თავმჯდომარეობის კანდიდატების წარდგენის უფლებას პარლამენტის თავმჯდომარეს აძლევს.