ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი აცხადებს, რომ ისრაელელი სამხედროები ღაზაში ბრძოლას სრული ძალით დაუბრუნდნენ.
"ჩვენ ვაგრძელებთ ღაზაში ბრძოლას ზუსტად იქიდან, სადაც შევჩერდით. ათასობით ტერორისტი ლიკვიდირებულია, ათობით შტაბზე შეტევა განხორციელდა, ასობით ტერორისტი ავიყვანეთ და ისინი ამჟამად ისრაელში იმყოფებიან.
110 მძევლის დაბრუნება მიღწევაა. მსოფლიოში არც ერთ ჯარს არ მიუღწევია ასეთი შედეგისთვის ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ. ჩვენ ამას ისრაელის თავდაცვის ძალების სიძლიერის წყალობით მივაღწიეთ", - ამბობს გალანტი.
დროებითი სამშვიდობო ხელშეკრულება დაპირისპირებულ მხარეებს შორის 23 ნოემბერს ამოქმედდა. რამდენიმე დღით ადრე, ეგვიპტე და კატარი ცდილობდნენ სამშვიდობო პაუზის ორი დღით გახანგრძლივებას, რათა მძევლებისა და პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების პროცესის გაგრძელება შესაძლებელი ყოფილიყო.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით გასროლით, ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა სამშვიდობო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პაუზა დაარღვია.