გახარია ცესკოს: არ დაგავიწყდეთ, თქვენ სახელმწიფოს სამსახურში ხართ და არა ქართული ოცნების

მინდა მოვუწოდო ცესკოს და მის ხელმძღვანელებს, თქვენ სახელმწიფოს სამსახურში ხართ და არა კონკრეტულად, ქართული ოცნების სამსახურში, ეს არ დაგავიწყდეთ. ჩვენი მოქალაქეების არჩევნების თავისუფალ გარემოში გამოხატვის უფლება არის კონსტიტუციით უზრუნველყოფილი.

თქვენ ახლა, პანიკაში რომ ზიხართ და პარტიული ბოსები რომ არ გაძლევენ შესაძლებლობას, ყოველ ორ საათში მოქალაქეები ჩააყენოთ საქმის კურსში და ინფორმაცია მიაწოდოთ, რა ხდება არჩევნებთან დაკავშირებით, ეს არ არის ჩვენი პრობლემა, ეს თქვენი პრობლემაა. გაითვალისწინეთ, რომ ამ პრობლემებზე ლაპარაკის დრო აუცილებლად მოვა.

განაცხადა გახარია საქართველოსთვის ლიდერმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე.