გახარია: სპეცსაშუალებების გამოყენების ბრძანება მე არ გამიცია, ჭავლის, ცრემლმდენი გაზის - კი

გახარია: სპეცსაშუალებების გამოყენების ბრძანება მე არ გამიცია, ჭავლის, ცრემლმდენი გაზის - კი

გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარე გიორგი გახარია არალეგიტიმური პარლამენტის კომისიაზე საუბრობს, თუ რისი ბრძანება გასცა მან 20 ივნისს.

გახარია ჰყვება, რომ წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენების ბრძანება მან გასცა, რაც შეეხება სპეციალური საშუალებების გამოყენებას, გახარიას თქმით, ეს ბრძანება არც მას და არც მის მოადგილეებს არ გაუციათ.

"ბრძანება სპეციალური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით, შესაბამისი გეგმის და პოლიციის შესახებ კანონის შესაბამისად, იმ შემთხვევებში, როდესაც ეს ეხებოდა ცრემლსადენ გაზს, გავეცი მე, იმ შემთხვევაში, როდესაც ეხებოდა წყლის ჭავლს, გავეცი მე. სხვა შემთხვევებში, სპეციალური საშუალებების გამოყენების ბრძანება არც მე და არც ჩემს მოადგილეებს არ გაუციათ. ზუსტად იგივე პასუხი არის დაკითხვის ოქმში"- თქვა გახარიამ.