გახარია საქართველოსთვის: თავდასხმის დაუყოვნებლივ და სრულყოფილ გამოძიებას მოვითხოვთ

გახარია საქართველოსთვის: თავდასხმის დაუყოვნებლივ და სრულყოფილ გამოძიებას მოვითხოვთ

პარტია გახარია საქართველოსთვის X-ზე მის მიმართ განხორციელებულ თავდასხმაზე წერს, რომ გიორგი გახარიაზე თავდასხმის დაუყოვნებლივ და სრულყოფილ გამოძიებას ითხოვს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ასეთი ქმედებები ვერასდროს გააჩუმებს საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ხმებს.

"ბათუმში, პარტია საქართველოსთვის ლიდერს და საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას სასტიკად დაესხა თავს ივანიშვილის რეჟიმის მიერ კოორდინირებული ჯგუფი.

გიორგი გახარია იყო ბათუმში და ესწრებოდა ჩვენი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის უსამართლოდ დევნილი წევრების სასამართლო პროცესებს, როცა მასზე საშინლად იძალადეს.

პარტია საქართველოსთვის ივანიშვილის რეჟიმის მიერ მოწყობილი ძალადობრივი თავდასხმის დაუყოვნებლივ და სრულყოფილ გამოძიებას და ყველა ანგარიშვალდებული პირის პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვს.

ეს პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა ოპოზიციის დაშინებისა და განსხვავებული აზრის დათრგუნვის აშკარა მცდელობაა. ასეთი ქმედებები ვერასდროს გააჩუმებს საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ხმებს" - წერია განცხადებაში.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამათლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

გვიან ღამით გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას ბათუმში, სასტუმრო შერატონში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორნდენ. სასტუმროში ასევე იმყოფებოდა მედიაექსპერტი ზვიად ქორიძეც, რომელიც ჰყვება, რომ თავდამსხმელები მასაც ემუქრებოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, გიორგი მანველიძემ კი ქილა ესროლა.