
"საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ ფორმულას ეთერში განაცხადა, რომ ის საქართველოში დაბრუნებას აპირებს.
მისი თქმით, ის ახლა გერმანიაშია, სადაც მისი პარტიის სოციალურ-დემოკრატიული ევროპის ოჯახში გაერთიანებაზე მუშაობს.
"მინდა ვთქვა, რომ რასაც მე ახლა ვაკეთებ, ეს ძალიან დიდი ხანია დაგეგმილი მაქვს. შეიძლება გრაფიკი ცოტა ამერია, თუმცა ყველაფერი დაგეგმილი მქონდა. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ სოციალურ-დემოკრატიული ევროპის ოჯახის წევრი გავხდეთ. ამასთან დაკავშირებული ყრილობა შემოდგომაზე ტარდება. ამას მე დავასრულებთ და ვნახოთ რა იქნება ამის შედეგი.
მესმის, რომ ახლა ეს ვაჟ-ბატონები ჩქარობენ, თავიანთი გეგმა აქვთ. მე მათი გეგმების მიხედვით არასდროს ვცხოვრობდი.
რა თქმა უნდა, დავბრუნდები. მე ემიგრაციაში მხოლოდ ახალგაზრდობაში ვარ წასული და მეორედ არ ვაპირებ. ნახავთ, რომ დავბრუნდები", - თქვა გახარიამ.