ქართული ოცნების ანტიპრაგმატული პოლიტიკის ფონზე, რუსეთმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიისაკენ. სოხუმის საოკუპაციო რეჟიმმა დააკმაყოფილა ოკუპანტი ქვეყნის მოთხოვნა და მას კურორტი ბიჭვინთა გადასცა - სრულიად უგულებელყო ქართველი და აფხაზი ხალხის ნება. ასეთი „გადაწყვეტილებები“ უკანონოა. ჩვენ, აფხაზ თანამემამულეებთან ერთად, უნდა დავიბრუნოთ ჩვენი მიწა.
განაცხადა ყოფილმა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის საკითხზე.