"გაიგებთ სულ მალე" - ასე პასუხობს ცაგერის ყოფილი მერი ლევან ზალკალიანი ფორმულას შეკითხვას, რატომ გადადგა დაკავებული თანამდებობიდან.
ზალკალიანის გადადგომის შესახებ დღეს გახდა ცნობილი.
როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადებაშია აღნიშნული, რიგგარეშე სხდომა ჩატარდა, სადაც დეპუტატებმა ცნობად მიიღეს ინფორმაცია ზალკალიანის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.
"ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო წარმატებებს უსურვებს ბატონ ლევან ზალკალიანს მომავალ საქმიანობაში", - აღნიშნულია განცხადებაში.
საკრებულო სხვა დეტალებზე ინფორმაციას არ ავრცელებს.