გაიაშვილი: პუტინის განკარგულებით ყველა გახარებულია, მოსახლეობა ფრენებს ენთუუზიაზმით შეხვდა

საქართველოს მოსახლეობა დიდი ენთუზიაზმით შეხვდა ფრენების აღდგენასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებას - [მოსახლეობის] 90%-ზე მეტი. ვლადიმერ პუტინის განკარგულებით ყველა გახარებული იყო და ყველა მადლიერია.

განაცხადა Georgian Airways-ის ხელმძღვანელმა თამაზ გაიაშვილმა რუსული ტელეკომპანია МИР24-თან ინტერვიუში.

დღეს, Georgian Airways-მა მოსკოვის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა. გუშინ, რუსული ავიაკომპანიის მიერ შესრულებულ პირველ ფრენას პროტესტი მოყვა - მოქალაქეებმა რუსეთთა ფრენები ჯერ აეროპორტთან, შემდეგ კი პარლამენტთან გააპროტესტეს.