საქართველოს ხელისუფლება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გადაცემას აპირებს. აფგან სადიგოვი ბაქოს მოთხოვნის საფუძველზე თბილისში დააკავეს და საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდეს. სადიგოვი ალიევის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტია. სადიგოვის დაკავებას ბევრს გაახსენა აფგან მუხთარლის ისტორია. მაშინ მუხთარლი თბილისიდან მოიტაცეს და შემდეგ აზერბაიჯანის ციხეში აღმოჩნდა. საქართველო სულ უფრო სახიფათო ხდება ჟურნალისტური საქმიანობისთვის.