"გადადგნენ ლიდერები, შეიქმნას დროებითი მთავრობა" - იუკნევიჩიენეს კრიზისიდან გამოსვლის გეგმა

"გადადგნენ ლიდერები, შეიქმნას დროებითი მთავრობა" - იუკნევიჩიენეს კრიზისიდან გამოსვლის გეგმა

ევროპარლამენტარის, რასა იუკნევიჩიენეს განცხადებით, საქართველო კრიზისშია, რომელიც ქვეყნის ლიდერების, ირაკლი კობახიძისა და ბიძინა ივანიშვილის მხრიდან "ევროპული გზის მიმართ ღალატით" არის გამოწვეული.

ევროპარლამენტარი კრიზისიდან გამოსვლის საკუთარ გეგმას წარადგენს.

"მე, როგორც ევროპული ღირებულებების ნამდვილი მხარდამჭერი და დემოკრატიული საქართველოს მეგობარი, არ შემიძლია უბრალოდ ჩუმად დავაკვირდე იმას, რაც ახლა ხდება საქართველოში.

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოს ერთადერთმა ოლიგარქმა, რომელმაც მოახერხა საქართველოს სახელმწიფოს ხელში ჩაგდება, ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრიზისი შექმნეს. ეს კრიზისი იმიტომ შეიქმნა, რომ ორივემ უღალატა საქართველოს ევროპულ გზას, რომელიც მის კონსტიტუციაშია დაფიქსირებული და მოახდინა ძალადობის ლეგიტიმაცია მომიტინგეების მიმართ. ეს ყველაფერი კეთდება ან განზრახ ან სისულელის გამო.

კრემლი ბედნიერია.

ყველა პასუხისმგებლიანი ქართველი - ისინიც კი, ვინც მმართველ პარტიაში არიან, ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი - და საერთაშორისო საზოგადოება, რომელიც დემოკრატიული, ევროპული საქართველოს მეგობრები არიან, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ მოლაპარაკებები ამ კრიზისიდან პოლიტიკური გამოსავლის შესახებ.

პირველი ნაბიჯები უნდა იყოს:

- საქართველოს ხელისუფლების დაუყოვნებლივი გადაწყვეტილება პოლიციისა და სპეცრაზმის ძალადობის შეჩერების შესახებ;

- პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის დაუყოვნებლივი გადადგომა;

- ეროვნული ერთიანობის დროებითი ტექნოკრატიული მთავრობის შექმნა, რომლის პროცესს უხელმძღვანელებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი;

- ევროკავშირის ხელმძღვანელობით ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება ჟურნალისტების, ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მომიტინგეების მიმართ სისასტიკით ჩადენილ დანაშაულებზე;

- დაუყოვნებლივი ინდივიდუალური სანქციები ევროკავშირისა და ტრანსატლანტიკური პარტნიორების მიერ ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურის და მათ მიმართ, ვისაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება სისასტიკეზე;

- ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმება სამ თვეში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ, რომელიც მოეწყობა საერთაშორისო თანამეგობრობის დემოკრატიული პარტნიორების დახმარებით.

ახალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეროვნული ერთიანობის მთავრობის ფორმირებისთვის პოლიტიკური მზადება.

საერთაშორისო პარტნიორებისა და ევროკავშირის წარმომადგენლების მიერ დახმარების გაწევა მოლაპარაკებებში და საქართველოს პოლიტიკურ ძალებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის შეთანხმების მიღწევა საქართველოში საშიში პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის შესახებ", - წერს რასა იუკნევიჩიენე.