მსოფლიოში ცნობილი მსახიობები, მწერლები, რეჟისორები და კულტურის სხვა წარმომადგენლები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მიმართავენ, ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი გაათავისუფლოს.
ერთობლივ წერილს 128 ადამიანი აწერს ხელს და მათ შორის არიან: მოცეკვავე მიხაილ ბარიშნიკოვი, მწერალი ჯოან როულინგი, ნობელის პრემიის ლაურეატები ორჰან ფამუქი, გერტა მიულერი, ოლგა ტოკარჩუკი, სვეტლანა ალექსიევიჩი, მარიო ვარგას ლიოსა, მსახიობი ჟან რენო, მხატვარი არტ შპიგელმანი, რეჟისორი ჯეი ჯეი აბრამსი, მსახიობი ჯუდ ლოუ, მომღერალი ტომ იორკი, მსახიობი ბენედიქტ კამბერბეჩი, ალან კამინგი, მწერალი ამელი ნოტომი, მწერალი მარგარეტ ეტვუდი და სხვები.
"ნავალნი იხდის სასჯელს ბრალდებით, რომელსაც არასოდეს მიიღებდა არცერთი დამოუკიდებელი სამართლიანი სასამართლო. ჩვენ მხარს ვუჭერთ გერმანიის მთავრობის, აშშ-ის ხელისუფლებისა და ევროკავშირის მოწოდებას, რომელიც მოითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ეს თქვენს ხელთაა", - აღნიშნულია განცხადებაში.
ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 2021 წლის თებერვალში რუსეთში დაბრუნების დროს დააკავეს. რამდენიმე თვით ადრე, აგვისტოში ის მოწამლეს, რის შემდეგაც მკურნალობას გერმანიაში გადიოდა. ნავალნი სისხლის სამართლის რამდენიმე მუხლით გაასამართლეს, ახლა კი მზადდება ახალი საქმე და მას ექსტრემიზმშიც დაადანაშაულებენ. თვითონ ნავალნი და მისი თანამებრძოლები აცხადებენ, რომ ის პუტინის პატიმარია.