
ევროსკოპის ცნობით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი 15 ივლისს, ევროპული საბჭოს სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრებს თარგეთირებული სანქციებისთვის 15 პირის სიას წარუდგენს.
მათივე ინფორმაციით, ეს სანქციები მიმართული იქნება საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელ პირებზე, რომელთა შორის იქნებიან მოსამართლეებიც.
თუმცა ამ ეტაპზე კონსენსუსი კვლავ არ არის. ასევე, რადგან საქართველო დღის წესრიგში მეორე საკითხად არის, იქნება მოცულობითი განხილვა და როგორც წყარო ევროკავშირიდან ამბობს, არის მოლოდინი რომ, მინისტრები იმ საკითხებსაც წამოჭრიან, რაც ევროპარლამენტის ანგარიშშია", - წერს ევრსკოპი.
მოსალოდნელია, რომ განხილვის საკითხი ასოცირების ხელშეკრულება და უვიზო რეჟიმიც იქნება.
"ყველაფერი მაგიდაზეა", - განუცხადა წყარომ ევროკავშირში ევროსკოპს.
ევროპული საბჭოს სხდომა 15 ივლისს გაიმართება.
სხდომაზე EU-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები სხვა საკითხებთან ერთად საქართველოზე მსჯელობასაც აპირებენ.