
მარნეულის სოფელ ზემო ყულარში არასრულწლოვანს ცივი იარაღით ათეულობით ჭრილობა მიაყენეს.
მოზარდი, ამ დროისთვის, მარნეულის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
ფორმულას შსს-ში განუცხადეს, რომ აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია 1 ადამიანი.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.