ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის სამიტზე მიიწვია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის სამიტზე მიიწვია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოსტამ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის სამიტზე მიიწვია, რომელიც 6 მარტს გაიმართება.

"გვსურს მოგიწვიოთ 6 მარტს სპეციალურ ევროპული საბჭოს შეხვედრაზე, რომელიც დაეთმობა ევროპულ თავდაცვას და უკრაინის საკითხებს",- წერია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წერილში.

წერილში ასევე აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე ისინი ისაუბრებენ იმაზე, თუ როგორ შეიძლება გაგრძელდეს უკრაინის მხარდაჭერა და რა პრინციპები უნდა იყოს დაცული მომავალში.

"ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები მზად არიან აიღონ მეტი პასუხისმგებლობა ევროპის უსაფრთხოებაზე. ამიტომ უნდა მოვემზადოთ, რადგან ევროპამ შეძლოს შეიტანოს წვლილი უკრაინის მშვიდობისთვის საჭირო უსაფრთხოების შენარჩუნებაში",- წერია განცხადებაში.