ხუთ საათზე მეტია, საქართველო მსჯელობის ერთ-ერთი მთავარი თემაა ბრიუსელშიც. პროცესი უპრეცედენტოა - ისტორიაში პირველად საქართველოს საკითხი უმაღლეს დონეზე მხოლოდ ნეგატიური კონტექსტით განიხილება.
ევროპული საბჭოს ლიდერები უნდა შეთანხმდნენ, რა ზომები დაუპირისპირონ ივანიშვილის ანტიდასავლურ პოლიტიკას. რამდენიმე ქვეყანა უვიზო მიმოსვლის შეჩერებასაც კი ემხრობა. მოსალოდნელია, რომ საბჭო სხდომის დასრულების შემდეგ ოლიგარქის პარტიას მინიმუმ რუსული კანონის გაუქმებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საქართველოს ევროინტეგრაციის გაყინვაზე გააფრთხილებს.