საქართველოსგან განსხვავებით, კიდევ ერთ კანდიდატ ქვეყანას ბოსნია ჰერცეგოვინას წინსვლა აქვს. ევროკავშირი სარაევოს მოლაპარაკებებს უხსნის. ბრიუსელმა აღნიშნა ქვეყნის პროგრესი ძირითადი მიმართულებებით, მათ შორისაა მართლმსაჯულება, ანტიკორუფციული პოლიტიკა და საგარეო უსაფრთხოების თავსებადობა. ბოსნია ჰერცეგოვინასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე გამოქვეყნდა ევროპული საბჭოს დოკუმენტში, რომელშიც საქართველოს პრიორიტეტულ რეფორმებში წინსვლისკენ მოუწოდებს. იმის ნაცვლად, რომ რეფორმები გაატაროს, საქართველოს ხელისუფლება დღეს ისევ ევროკავშირს აკრიტიკებს და ბრიუსელს უსამართლობაში ადანაშაულებს.