ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის

ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის

ანტიკორუფციული ბიუროს საკითხი კიდევ ერთ ევროპულ დოკუმენტში მოხვდა. კორუფციასთან ბრძოლა, არჩევნების კონტექსტში დაფინანსების გამჭვირვალობა და სასამართლო რეფორმა ევროპის საბჭოს მიერ საქართველოსთვის დამტკიცებული სამოქმედო გეგმის მთავარი ასპექტებია. ოპოზიციას და მესამე სექტორს არ სჯერა, რომ ხელისუფლება, მითუმეტეს წინასაარჩევნოდ, კლანსა და კორუფციას დათმობს. საეჭვოა კიდევ ერთი რეკომენდაციის - მედიის უსაფრთხოების შესრულებაც.