ევროპარლამენტის მრავალპარტიულ დელეგაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. რომელიც ქვეყნის დემოკრატიული მომავლის მხარდასაჭერად და არსებული პოლიტიკური კრიზისის გასაუმჯობესებლად მიმართულ ნაბიჯებს მოიცავს.
"გაყალბებული არჩევნები, სასტიკი რეპრესიები, მოპარული მომავალი - საქართველო გზაჯვარედინზეა. ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა შემოიღოს სანქციები, მოითხოვოს ახალი არჩევნები და მხარი დაუჭიროს დემოკრატიისთვის მებრძოლებს", - წერს ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე X-ზე და ევროპარლამენტარების ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის გზად მიიჩნევა ახალი არჩევნები, გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ადმინისტრაციისა და საერთაშორისო მეთვალყურეობის ქვეშ.
"ევროპარლამენტი დგას ქართველი ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების გვერდით", - აცხადებენ ევროპარლამენტარები.
ხელმომწერები არიან:
12 დეკემბერს, ევროპელი პოლიტიკოსების ინტერპარტიული დელეგაცია თბილისში საგანგებოდ ჩამოვიდა. 6 ევროპარლამენტარი შეხვდა ყველას ოცნების გარდა - ოლიგარქის რეჟიმი ევროპელი პოლიტიკოსებისთვის ლეგიტიმური არ არის.