
ყველაზე საუკეთესო გამოსავალი საქართველოსთვის თავისუფალი არჩევნებია, რათა წინ წასვლისთვის ყველა ბარიერი იქნას მოხსნილი. როცა ჩვენ ვხედავთ, რა სწრაფად იცვლება გარემო და როგორი ტურბულენტური ვითარებაა აშშ-ში, აშშ-ისა და ევროკავშირის ურთიერთობაში, ყველა ქვეყანა ევროპაში, საქართველოს ჩათვლით, უნდა იყოს კონცენტრირებული საკუთარ უსაფრთხოებაზე. საქართველოსთან მიმართებით საჭიროა შიდა კონსენსუსის მიღწევა ამ ვითარების გათვალისწინებით, ამ კონსენსუსისთვის კი ახალი, ლეგიტიმური არჩევნებია საჭირო.
ორივე მხარე - არსებული მთავრობა და ოპოზიცია უნდა იყვნენ კონცენტრირებული უფრო ფართო სურათზე, თუ სად არის საქართველოს ადგილი. ჩემი აზრით, რუსეთის საგარეო პოლიტიკის მთავარი მიზანი პირდაპირი გავლენის აღდგენაა პოსტ საბჭოთა ტერიტორიაზე. ვხედავთ, რომ ომი უკრაინაში აქტიურად მიმდინარეობს, მაგრამ ნათელია, რომ რუსეთის ინტერესია, გაზარდოს პირდაპირი გავლენა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე, საქართველოს ჩათვლით.
ამბობს ევროპარლამენტარი ურმას პაეტი.