რუსეთმა უკრაინაზე დრონებისა და რაკეტების გამოყენებით მასირებული იერიში მიიტანა

რუსეთმა უკრაინაზე დრონებისა და რაკეტების გამოყენებით მასირებული იერიში მიიტანა

12 ივლისის ღამეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაზე მასირებული იერიში მიიტანეს დრონებისა და რაკეტების გამოყენებით.

უკრაინული მედია წერს, რომ ქალაქის ბევრ რეგიონში, მათ შორის დედაქალაქ კიევში, აფეთქებების ხმა ისმოდა, ლვივსა და ხარკივში კი აფეთქებები მოხდა.

უკრაინის საჰაერო ძალებმა ქვეყნის უმეტეს ნაწილში რუსული უპილოტო საფრენი აპარატების დიდი რაოდენობის გამოჩენის შესახებ განაცხადეს.

დაახლოებით დილის 5 საათზე, რუსმა ოკუპანტებმა კიევის რაიონში საცხოვრებელ უბანზე მართვადი საჰაერო ბომბებით განახორციელეს თავდასხმა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

ხარკივის მერის თანახმად, ქალაქზე თავდასხმისას მართვადი საავიაციო ბომბები და დრონები იქნა გამოყენებული, რის შედეგადაც, სულ მცირე, 2 ადამიანი დაშავდა.

ხარკივის მერის ინფორმაციით, ოკუპანტების იერიშის შედეგად, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი, საცხოვრებელი შენობები და ავტომობილები დაზიანდა.