ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა თბილისშია, ის საარჩევნო პროცესს დააკვირდება

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა თბილისშია, ის საარჩევნო პროცესს დააკვირდება

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა აცხადებს, რომ ოფიციალურ სადამკვირვებლო მისიასთან ერთად 26 ოქტომბერს არჩევნებს დააკვირდება.

ის უკვე თბილისშია.

"ბოლო დიდი წინასაარჩევნო ღონისძიება - და დემონსტრაცია მის წინააღმდეგ გაიმართა საქართველოში შაბათის საპარლამენტო არჩევნებამდე. მე ახლა ჩამოვედი თბილისში ოფიციალურ სადამკვირვებლო მისიასთან ერთად, ამიტომ კვირამდე კომენტარს არ გავაკეთებ არჩევნებზე. უპირველეს ყოვლისა, მიეცით საშუალება, რომ არჩევნები იყოს თავისუფალი", - წერს ის X-ზე.