ძალიან ბევრი გამოწვევა არსებობდა სამუშაო პროცესში. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც პროპორციული სისტემით მიმდინარეობდა არჩევნები და პირველად მოხდა, რომ ელექტრონული მოწყობილობები იქნა გამოყენებული საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე. ეს იყო გამოწვევა როგორც ამომრჩევლებისთვის, ისე კომისიის წევრებისთვის. ჩვენთვის გასაოცარი იყო, რომ დავინახეთ კამერები უბნებზე, რაც არ არის გათვალისწინებული ამჟამინდელი კანონმდებლობით. ჩვენი, ევროპარლამენტარების გუნდმა, ასევ, დაძაბულობა და ქაოსი, ერთ შემთხვევაში ბიულეტენების ჩაყრა მოხდა ყუთში. ასევე, იყო დარღვევები, გაიყვანეს დამკვირვებლები და მასმედიის წარმომადგენლები, ასევე, გადახიეს დამკვირვებლების საჩივრები. ხდებოდა ამომრჩევლების დაშინება როგორც საარჩევნო უბანზე, ასევე მის გარეთ. იყო ზეწოლა სხვადასხვა მხარეებისგან, ეს ეხებოდა მოქალაქე დამკვირვებლებს და კიდევ ხმის ფარულობა ყოველთვის არ იყო უზრუნველყოფილი.
განაცახადა ევროპარლამენტარმა და სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა ანტონიო ლოპეს-ისტურის უაითმა პრესკონფერენციაზე. [სინქრონული თარგმანი]