ევროკომისია უნგრეთის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს

ევროკომისია უნგრეთის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს

ევროკომისია "ნაციონალური სუვერენიტეტის დაცვის შესახებ" კანონის მიღების გამო უნგრეთის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს.

ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლების განცხადებით, ბუდაპეშტს ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნეს, სადაც აცნობეს, რომ კანონმდებლობა ბლოკის დემოკრატიულ ღირებულებებსა და ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს.

უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორგანის ავტორიტარული რეჟიმის მოწინააღმდეგების შეფასებით, ახალი კანონები მის პოლიტიკურ კონკურენტებს, ასევე, კრიტიკული მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას ჩახშობით ემუქრება.

კანონის თანახმად, პოლიტიკურ კანდიდატებს, რომლებიც დაფინანსების წესს დაარღვევენ, 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ახლადდაარსებულ "სუვერენიტეტის დაცვის ოფისს", რომელსაც მთავრობის წარმომადგენელი ხელმძღვანელობს, აქვს უფლება, გამოიძიოს უცხოური დაფინანსების მიმღებები. ამასთან, შეუძლია, უნგრეთის სადაზვერვო სამსახურებისგან როგორც საჯარო, ასევე, პირადი ინფორმაცია გამოითხოვოს.

"ახალი ორგანოს შექმნა უფლებამოსილებითა და მონიტორინგის, აღსრულებისა და სანქციების მკაცრი რეჟიმით, ასევე, სერიოზულად დააზიანებს დემოკრატიას", - განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა.

აქამდე აშშ აცხადებდა, რომ მსგავსი კანონები შესაძლებელია, იმ ადამიანების დასაშინებლად და დასასჯელად იქნას გამოყენებული, რომლებიც მმართველი პარტიის შეხედულებებს არ იზიარებენ.

უნგრეთს ოფიციალური პასუხის დასაბრუბლად 2 თვე აქვს.