ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ ექვსი თვით გახანგრძლივება გადაწყვიტა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ ექვსი თვით გახანგრძლივება გადაწყვიტა

ევროკავშირმა უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ ექვსი თვით გახანგრძლივება გადაწყვიტა.

ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2022 წელს, რუსეთის აგრესიის საპასუხოდ გაფართოებული სანქციების ვადა მომავალი წლის იანვრამდე გახანგრძლივდება.

“ზომები პირველად 2014 წელს იქნა შემოღებული რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, რამაც უკრაინაში არსებული მდგომარეობის დესტაბილიზაცია გამოიწვია. სანქციები შესამჩნევად გაფართოვდა 2022 წელს, რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი სამხედრო აგრესიის შემდეგ.” - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზში.

ცნობილია, რომ სანქციები ამჟამად მოიცავს შეზღუდვებს ვაჭრობის, ფინანსების, ტექნოლოგიებისა და ორმაგი დანიშნულების საქონელზე. ასევე, მრეწველობაზე, ტრანსპორტსა და ფუფუნების ნივთებზე. გარდა ამისა, "შემოღებულია სპეციალური ზომები, რომელიც გააძლიერებს ევროკავშირის შესაძლებლობას, დაუპირისპირდეს სანქციების გვერდის ავლის მცდელობებს".