ევროკავშირის ელჩებმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი შეათანხმეს

ევროკავშირის ელჩებმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი შეათანხმეს

ევროკავშირის ელჩებმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი შეათანხმეს. ინფორმაციას ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ბელგია ავრცელებს.

"ეს პაკეტი გააძლიერებს უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის საპასუხოდ ჩვენს მიერ დაწესებულ ზომებს, მათ შორის სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ", - ნათქვამია ბელგიის მთავრობის მიერ X-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა სახის შეზღუდვებს მოიცავს EU-ის ელჩების მიერ შეთანხმებული სანქციების ახალი პაკეტი.