ევოლუშენ ჯორჯია კომპანიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ თუ მოცემული მდგომარეობა არ შეიცვლება, "იძულებული" იქნებიან, განახორციელონ საოპერაციო ცვლილებები, მათ შორის შეწყვიტონ შრომითი ხელშეკრულებები და შეზღუდონ წარმომადგენლობა საქართველოში.
"ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მიმდინარე გაფიცვის პირობებში, ევოლუშენმა მოახერხა ოპერირება შეფერხების გარეშე, თუმცა, ხუთშაბათს, 1-ლი აგვისტოდან, პროფკავშირმა მოახდინა კომპანიის შენობების შესასვლელების ბლოკირება და ათასობით დასაქმებულს წაართვა სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა. ეს მოცემულობა ცვლის ევოლუშენ საქართველოს გამართულად ოპერირების შესაძლებლობას. შესაბამისად, თუ მოცემული მდგომარეობა არ შეიცვლება, კომპანია იძულებული იქნება, განახორციელოს საოპერაციო ცვლილებები, მათ შორის შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტები, რათა შევზღუდოთ ჩვენი წარმომადგენლობა საქართველოში.
ჩვენ 6 წლის განმავლობაში ვახორციელებდით ინვესტიციას საქართველოში, ვთავაზობდით პირველი სამსახურის შესაძლებლობას ახალგაზრდებს გამოცდილების გარეშე. თუმცა, ამჟამად მდგომარეობა სამწუხარო რეალობისკენ შეიცვალა, რაც გავლენას იქონიებს როგორც კომპანიაზე, ასევე, შეგვშვენისო იმ ათასობით მოქმედ თანამშრომელზე, რომელსაც სურს მუშაობის გაგრძელება კომპანიაში"- ნათქვამია განცხადებაში.
კომპანია ევულუშენ ჯორჯიაში უკვე თვეზე მეტია 4 600-ზე მეტი თანამშრომელი გაფიცულია.
გასულ თვეში სოციალურ ქსელებში გავრცელდა კომპანიის შიდა ჩატში მიმოწერები - სქრინებში ჩანს, რომ მენეჯერები დახურულ ჩათში თანამშრომლების მიმართ შეურაცხმყოფელ სიტყვებს იყენებდნენ და მათ დასცინოდნენ.
23 ივლისს ცნობილი გახდა, რომ კომპანია ევოლუშენი ათავისუფლებს თანამშრომლებს, რომლებიც მიმოწერებში ფიგურირებენ.
გაფიცული თანამშრომლები ხელფასის ზრდასა პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ისინი აქციებს კომპანიის შენობასთან მართავენ.