ევოლუშენ ჯორჯიას 4621 თანამშრომელი გაიფიცა.
დასაქმებულები უკვე თვეებია კომპანიაში არასათანადო სამუშო პირობებზე, დამამცირებელ და ღირსების შემლახავ მოპყრობაზე საუბრობენ.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა კომპანიის მენეჯერების შიდა მიმოწერები, სადაც თანამშრომლებს შეურაცხმყოფელი ტერმინებით მოიხსენიებდნენ.
გაფიცულები ღირსეულ სამუშაო პირობებსა და შრომის კოდექსით გათვალისწინებულ პირობებს ითხოვენ.
თანამშრომლების თქმით, პროტესტი იქნება იქამდე, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
"დაგვახვედრეს ჯებირები, თითქოს შევარდნას ვაპირებთ. დაგვახვედრეს დაცვის პოლიცია. ეს გამარჯვება ჩვენია და აუცილებლად გავიმარჯვებთ" - ამბობს ერთ-ერთი გაფიცული თანამშრომელი.