ეუთო/ოდირის დირექტორი: საქართველოში FARA-ს კანონი ზღუდავს არასამთავრობოების უფლებებს

თქვენ ახსენეთ FARA-ს კანონი, როგორც არგუმენტი და ხშირად მესმის, რომ საქართველოში FARA არის ამერიკულის ასლი. ნება მომეცით, არ დაგეთანხმოთ. რა თქმა უნდა, შევამოწმეთ ამერიკული FARA და მინდა გითხრათ, რომ იქ სხვადასხვა დამცავი მექანიზმია, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში, FARA-ს კანონი, რომელიც ამჟამად ხორციელდება შარშან მიღებულ კანონთან ერთად და რომელიც ზღუდავს არასამთავრობოების უფლებებს, გავლენას ახდენს სამოქალაქო სექტორის სათანადო და ეფექტურ მუშაობაზე. ამცირებს სივრცეს, რომელშიც ისინი მუშაობენ.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩართული ვიყავით ამ კანონთან დაკავშირებით საქართველოსთან და ვთხოვეთ საქართველოს, მოეთხოვა სამართლებრივი დახმარება, რომ მიღებამდე გადაეხედათ. ჩვენი მანდატი ზუსტად ესაა, რომ დავეხმაროთ ქვეყნებს ტექნიკურად, როდესაც იღებენ კანონპროექტებს, რომლებიც არ შეესაბამება ეუთოს ვალდებულებებს. ჩვენი მცდელობების მიუხედავად, ეს კანონი საბოლოოდ მაინც მიიღეს. რაც შეეხება ოდირის რეკომენდაციებს, ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება, როგორ აპირებენ მის შესრულებას და უნდა გაკეთდეს თუ არა ეს, ოპოზიციასთან ერთად. ამაში ჩვენ არ ვერევით - ჩვენი მანდატია, დაგეხმაროთ ჩვენი რეკომენდაციების შესრულებაში და ფაქტობრივად, ეს არის თქვენი მხარის ვალდებულება.

თქვა ეუთო/ოდირის დირექტორმა მარია ტელალიანმა ეუთო-ს ყოველწლიურ საპარლამენტო ასამბლეაზე.