ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველ დიპლომატებსა და საჯარო მოხელეებს სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებს.
"ყველა ქართველ დიპლომატსა თუ სხვა საჯარო მოხელეს, რომლებიც დაუღალავად შრომობდნენ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, მხარდაჭერასა და სოლიდარობას ვუცხადებთ - ახლა ისინი ხედავ, თუ როგორ ართმევენ მათი შრომის ნაყოფს", - წერს ესტონეთის საგარეო უწყება.