ესტონეთის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე: სიფრთხილის გამოჩენის გამო საქართველოს ვკარგავთ

ესტონეთის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე: სიფრთხილის გამოჩენის გამო საქართველოს ვკარგავთ

ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით სკანდინავიური ქვეყნების მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ქვეყნების საგარეო მინისტრები გამოძიების მნიშვნელობაზე საუბრობენ.

მიჰკელსონი წერს, რომ სამწუხაროდ [ასეთი განცხადებები] არ არის საკმარისი.

"სამწუხაროდ, ეს არაა საკმარისი. სიფრთხილის გამოჩენის გამო, ჩვენ ვკარგავთ საქართველოს", - წერს მიჰკელსონი X-ზე.

***

სკანდინავიური ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების გამოძიების მოწოდებას უერთდებიან და აცხადებენ, რომ აუცილებელია ეჭვების გაფანტვა, რომელიც საარჩევნო პროცესის მთლიანობას შეექმნა.