ესტონეთი უკრაინას 2027 წლამდე 1,2 მილიარდი ევროს დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა, ალარ კარისმა უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა.
"უკრაინას მეტი და უკეთესი იარაღი სჭირდება. ევროკავშირის სამხედრო ინდუსტრიის შესაძლებლობები უნდა გაიზარდოს, რათა უკრაინამ მიიღოს ის, რაც სჭირდება არა ხვალ, არამედ დღეს. ჩვენ არ უნდა გვქონდეს შეზღუდვები უკრაინაში იარაღის მიწოდებაზე.
რუსეთს მხოლოდ უკრაინის დაპყრობა არ სურს, ის მთელ დემოკრატიულ სამყაროს დაუპირისპირდა", - თქვა ესტონეთის პრეზიდენტმა.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით ესტონეთში დღეს ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაავრცელა.