ესპანეთში საცხოვრებელი სახლის ქურდობის ფაქტზე საქართველოს 1 მოქალაქე დააკავეს, 1-ს ეძებენ

ესპანეთში საცხოვრებელი სახლის ქურდობის ფაქტზე საქართველოს 1 მოქალაქე დააკავეს, 1-ს ეძებენ

საცხოვრებელი სახლის ქურდობის ფაქტზე ესპანეთში საქართველოს 1 მოქალაქე დააკავეს, 1-ს კი ამ დრომდე ეძებენ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის თანახმად, საცხოვრებელი სახლის დატოვებისას ისინი მეზობელმა შეამჩნია და ვიდეო გადაუღო, ამ ვიდეოს მეშვეობით კი პოლიციამ მიმალვაში მყოფი ერთ-ერთი პირი მეორე დღესვე დააკავა, თუმცა კიდევ ერთს - ეძებენ.

მედია წერს, რომ ორივე პირი დაჯგუფების წევრია, რომელიც ბინების ქურდობით არის დაკავებული.