ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ხოსე მანუელ ალბარესის განცხადებით, ესპანეთი უახლოეს მომავალში უკრაინას Leopard-ის 6 ტანკს გადასცემს.
"ესპანეთი უკრაინას დაპირებული 10 Leopard 2A4 ტანკიდან 6-ს უახლოეს მომავალში გადასცემს. ამის შემდეგ იქნება მეორე პაკეტი კიდევ ოთხი ტანკით.
ესპანეთი მხარს დაუჭერს უკრაინას მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება. ეს [მხარდაჭერა] მოიცავს ჰუმანიტარულ დახმარებას, ლტოლვილების მიღებას და თავდაცვითი იარაღის მიწოდებას", - თქვა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ესპანეთი თავდაცვის მინისტრის, მარგარიტა რობლესის თქმით, Leopard-ის ტანკების მიწოდება უკრაინისთვის რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ესპანეთი უკრაინას დამატებით 20 ჯავშანტრანპორტიორს მიაწვდის.