ისარგებლეთ მომენტით, ახლა, ამ საერთაშორისო სირთულეებს, რომლის პირობებშიც ვცხოვრობთ, აქვს პოზიტიური ჰორიზონტიც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ხალხისთვის საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში. პირველ რიგში, ისარგებლეთ ამ მომენტით და დაიწყეთ იმ რეფორმების გატარება, რომლებიც საბოლოოდ, ევროკავშირის გაფართოების საშუალებას მოგვცემს ამ სამი მნიშვნელოვანი ქვეყნით.
განაცხადა ესპანეთის პრემიერმინისტრმა, პედრო სანჩესმა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
14 დეკემბერს, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ხოლო უკრაინა და მოლდოვა ევროგაერთიანებაში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ.