ესპანეთის ღამის კლუბში ხანძარი გაჩნდა, რასაც სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა

ესპანეთის ღამის კლუბში ხანძარი გაჩნდა, რასაც სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა

ესპანეთის ქალაქ მურსიაში მდებარე ღამის კლუბში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა.

ხანძარი ღამის კლუბში 04:00 საათზე გაჩნდა. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური რამდენიმე ადამიანს ეძებს, ვინც დაკარგულად მიიჩნევა და ხანძრის გაჩენის დროს შენობაში იმყოფებოდა. ამ დროისთვის კლინიკაში გადაყვანილია 4 ადამიანი.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.