"ესაა ომი, რომელიც რუსეთმა დაიწყო" - თეთრი სახლი მოსკოვზე დრონებით თავდასხმაზე

"ესაა ომი, რომელიც რუსეთმა დაიწყო" - თეთრი სახლი მოსკოვზე დრონებით თავდასხმაზე

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ მოსკოვზე დრონებით თავდასხმა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის შედეგია. თეთრი სახლის პრესსპიკერმა კარინ ჟან-პიერმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ მხარს არ უჭერს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების მიყენებას, თუმცა ეს არ ეხება ანექსირებულ ყირიმს.

"ეს არის ომი, რომელიც რუსეთმა დაიწყო. ეს მათი ომია. მათ დაიწყეს ეს და ნებისმიერ დროს შეუძლიათ დაასრულონ უკრაინიდან ჯარების გაყვანით, უკრაინის ქალაქებზე და მშვიდობიანი მოსახლეობის სასტიკი თავდასხმების განხორციელების ნაცვლად", - თქვა სპიკერმა.

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, 24 ივნისის ღამეს ორი დრონი მოსკოვის არასაცხოვრებელ შენობას შეეჯახა. ერთი დრონი ლიხაჩოვის გამზირზე მშენებარე ბიზნეს ცენტრს დაეჯახა, მეორე კი - კომსომოლსკის გამზირზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური სამხედრო ჯგუფის ცარიელ შენობას. ჩამსხვრეულია ფანჯრები და დაზიანებულია სახურავი. დაშავებულები არ ყოფილა.

რუსეთის ხელისუფლებამ მომხდარს ტერორისტული თავდასხმა უწოდა და თავდასხმაში უკრაინა დაადანაშაულა. საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ოფიციალური კიევი კომენტარს არ აკეთებს.