ეროვნული ბანკის განადგურებული რეპუტაცია

ეროვნული ბანკის განადგურებული რეპუტაცია

ქართული ოცნება ეროვნულ ბანკში კონტროლის შენარჩუნებას სუს-ის საშუალებით ცდილობს. ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, ორგანოში პროტესტი იქამდე მივიდა, რომ თანამშრომლებმა პეტიცია შეადგინეს. სწორედ ამ მომენტში გააქტიურდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და განცხადებამ დღის სინათლე ვერ იხილა. ეს პროცესი ეროვნულ ბანკში იმ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელიც სანქცირების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს სანქციების გვერდის ავლის საშუალებას მისცემს. პროტესტის ნიშნად, სამი ვიცეპრეზიდენტი და ერთი მრჩეველი გადადგა. ქართულმა ოცნებამ ბანკის საერთაშორისო რეპუტაცია ბოლომდე გაანადგურა და სტრუქტურული ჩამოშლის წინაშე დააყენა.