ეროვნული ბანკი: იანვარში ფულადი გზავნილები 40.8%-ით შემცირდა

ეროვნული ბანკი: იანვარში ფულადი გზავნილები 40.8%-ით შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის იანვარში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით 236.4 მლნ აშშ დოლარი (704.6 მლნ ლარი) გადმოირიცხა, ეს კი 40.8%-ით (181.6 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

რაც შეეხება საქართველოდან გზავნილებს, საზღვარგარეთ 29.7 მლნ აშშ დოლარი (69.2 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც გასული წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.5%-ით ნაკლებია.

სებ-ის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში 100.44 აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც მთლიანი გადმორიცხვების 38.13%-ს შეადგენს. სებ-ის მონაცემებით, ზრდა გასულ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.4%-ია.