ერმაკი: რუსული ტყვეობიდან 45 უკრაინელი დავაბრუნეთ

ერმაკი: რუსული ტყვეობიდან 45 უკრაინელი დავაბრუნეთ

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 45 ადამიანი დაიბრუნა.

"42 დამცველი, აქედან 3 აზოვსტალის. მათ შორის 35 რიგითი და სერჟანტი, 10 ოფიცერი. არის ჩვენი მეომარიც, რომელიც [რუსეთის] ფართომასშტაბიან შემოჭრამდე 2,5 წელი რუსებს ტყვეობაში ჰყავდათ", - წერს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

26 აპრილს, უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 40-ზე მეტი ადამიანი დაიბრუნა. ერმაკის თქმით, 44 ადამიანიდან, 36 რიგითი და სერჟანტი, 8 კი ოფიცერია. მათ შორის ასევე იყვნენ სამხედროები, მესაზღვრეები, ეროვნული გვარდიის წევრები და მეზღვაურები.

ამავე დღეს, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ უკრაინამ სამხედროებთან ერთად ორი მშვიდობიანი მოქალაქეც გაათავისუფლა.