ერმაკი: რუსეთი გლობალური საფრთხეა, მზადაა, ყველაფერი გააკეთოს ომში ფსონების ასამაღლებლად

კახოვკას ჰესის განადგურება არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ადამიანური და ხელოვნური კატასტროფა ბოლო ათწლეულების განმავლობაში, რომელიც კლავს გარემოს და უარყოფითად იმოქმედებს ასობით ათასი ადამიანის ცხოვრებაზე მომდევნო წლებში.

[უკრაინის] თავდაცვითი ძალების წინსვლის შეჩერების, დამარცხებისა და სირცხვილის თავიდან აცილების გიჟური მიზანი ამოძრავებს კრემლის დამნაშავეებს. ისინი მზად არიან, ყველაფერი გააკეთონ ამ ომში ფსონების ასამაღლებლად. დღევანდელი რუსეთი გლობალური საფრთხეა. მხოლოდ ძალას ამ პრობლების გადაჭრა.

წერს Telegram-ზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი.

დღეს რუსებმა უკრაინაში, ხერსონის ოლქში კახოვკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს. ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, სახიფათო ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.