ერმაკი: რუსებს გადავეცით იმ ბავშვების ოფიციალური სია, რომლებიც უკრაინაში უნდა დააბრუნოს

ერმაკი: რუსებს გადავეცით იმ ბავშვების ოფიციალური სია, რომლებიც უკრაინაში უნდა დააბრუნოს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა თავის Telegram გვერდზე ასევე დაწერა, რომ უკრაინულმა მხარემ "ოფიციალურად გადასცა რუსულ მხარეს იმ უკრაინელი ბავშვების სია, რომლებიც [რუსეთმა] უნდა დააბრუნოს."

"საუბარია ასობით ბავშვზე, რომლებიც რუსეთმა უკანონოდ დეპორტირებული, იძულებით გადასახლებული ან დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰყავს დაკავებული. მარტში, ჯიდაში გამართულ შეხვედრაზე, ჩვენ დავადასტურეთ ჩვენი მზადყოფნა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ჰუმანიტარული კომპონენტით.

მისი თქმით, უკრაინელი ბავშვების დაბრუნება ნდობისა და მშვიდობის დამყარების მნიშვნელოვანი კომპონენტია.

"ველოდებით პასუხს. ბურთი რუსეთის მოედანზეა. ჭეშმარიტი პატიოსნება სიტყვები კი არა, საქმეებია. ახლა დროა ამის დამტკიცებისა", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.